ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის, ნატალია ნაჭყებიას განაცხადებით, საქმეში ბავშვი გამოყენებულია "იარაღად".
„ნიკა საქართველოში რომ ჩამოდიოდა, ჩვენთან რჩებოდა. ეს იყო ჩემთვის მანიშნებელი, რომ ისინი ერთად არ ცხოვრობდნენ. თუ არ ვცდები, 2016-2017 წელი იყო, ნიკამ მთხოვა, ადვოკატი მომეძებნა. ბავშვი გამოყენებულია იარაღად", - განაცხადა ბასილაშვილის დედამ.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 23 მაისს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და მეორე დღეს საქართველოს პირველი ჩოგანი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოთ გაათავისუფლეს.